მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2010-12-08
როგორ ვებრძოლოთ ორგანიზმში დაბუდებულ პარაზიტებს?

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი ქალბატონი თინათინ თოფურია ამჯერად გვესაუბრება პარაზიტებზე, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.

პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული გართულებები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მოსახლეობა სათანადო ყურადღებით არ ეკიდება. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ბავშვთა და მოზარდების პრაქტიკაში. ხშირად მესმის მშობლებისაგან _ რა მოხდა, ჭიები ყველას ჰყავს! სამწუხაროდ, მართლაც ბევრს ჰყავს, და სწორედ ისინი ხდებიან მრავალი ქრონიკული დაავადების მიზეზი. ჭიების პრობლემა სრულიად არასწორად აღიქმება უბრალოდ კუჭნაწლავის პრობლემად. ისინი იბუდებენ სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის, თავის ტვინშიც, და იწვევენ მრავალფეროვან სიმპტომებს, რასაც ხშირად შევყავართ შეცდომაში. პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში სრულფასოვანი ცხოვრებით ,,ცხოვრობენ~ _ იკვებებიან, მრავლდებიან, გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ინტოქსიკაციას იწვევენ. კერძოდ: გულის რევას, თავის ტკივილებს, ქრონიკულ დაღლილობას, უმადობას, კუჭნაწლავის პრობლემებს, ანემიას, ალერგიას, ბრონქულ ასთმას, იმუნიტეტის დასუსტებას, ძვალსახსროვანი სისტემის სისუსტეს, მეხსიერების დაქვეითებას, მხედველობის სისუსტეს, სახსრების დაავადებებს, გაუვალობას, ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებას, რაქიტს, და სხვა ბევრ დაავადებას,. ისინი შთანთქავენ კალციუმს, ვიტამინებსა, და სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს. არსებობს მოსაზრება, რომ ჭიები სიმსივნის ერთ-ერთი მიზეზიცაა.
ჭიების ორგანიზმში მოხვედრის ბევრი წყარო არსებობს. პირველ რიგში, ეს არის დაავადებული ადამიანი და კვების პროდუქტები, ამიტომ პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკა _ სწორი ჰიგიენაა - ხელების ხშირი ბანა საპნით, ხილის და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა მწვანილი, რომელზეც ჭიების კვერცხი დიდი რაოდენობითაა. ბევრი მათგანი ცხელ სადილში მოხვედრისასაც არ იღუპება. ამიტომ გირჩევთ, გარეცხილი მწვანილი ჩადოთ მარილის ნაჯერ ხსნარში, და 20-30 წთ. გააჩეროთ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გარეცხეთ გამდინარე წყალში. მარილხსნარში ნადებ მწვანილს ადვილად შორდება კვერცხი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება, მითუმეტეს თუ მას უმად მიირთმევთ.
ინფექციების კიდევ ერთი წყაროა არასაკმარისად დეზინფიცირებული თეთრეული, აუზებზე, აბანოებში, სასტუმროებში და კურორტებზე. ამიტომ სასურველია, როდესაც დასასვენებლად მიდიხართ, კერძო სექტორში ან არცთუ ისე მაღალი დონის სასტუმროში, თან თქვენი თეთრეული იქონიეთ. ასევე არ იქნება ურიგო, თუ კოვზი და ჭიქაც საკუთარი გექნებათ. ან გამოიყენეთ ერთჯერადი. ამით თქვენ თავს დაიზღვევთ არა მარტო ჭიების ინვაზიიდან, არამედ სხვა ინფექციებისაგანაც. ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკაა.
პარაზიტების ორგანიზმიდან მოშორება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. რადგან ნებისმიერი წამალი მოქმედებს მხოლოდ ცოცხალ ჭიებზე, მაგრამ მათი გამოდევნის შემდეგ იჩეკებიან კვერცხებიდან ახალი ჭიები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან არის საჭირო. ამიტომ განკურნებისთვის საჭიროა მინიმუმ ოთხი კურსის ჩატარება, ზოგჯერ კი ხუთისაც. ყველა ჭიას სხვადასხვა ინკუბაციური პერიოდი აქვს. საშუალო ის 10-14 დღეს შეადგენს, ამიტომ მკურნალობის კურსს შორის 10-დღიანი შესვენება უნდა გაკეთდეს.
ჭიების მოსაშორებლად მხოლოდ წამლის მიღება არ არის საკმარისი. კუჭ-ნაწლავში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ჭიებს კომფორტულ არსებობას დაურღვევს და აიძულებს საბუდარიდან დაიძრან. ამის მიღწევა სწორი კვებითაა საჭირო. გარდა ამისა, ჰომეოპათიური წამლებით ხდება ნაწლავების გააქტიურება, იმუნიტეტის გაძლიერება, რაც ეხმარება ორგანიზმს არასასურველი სტუმრის გამოძევებაში. ზოგი მათგანი ადგილზევე იღუპება, ზოგი კი სწორი ნაწლავით გამოდის. ასეთებს ხშირად იპოვით საცვლებზე, ან ღამის თეთრეულზე. ამიტომ თეთრეული უნდა გამოიხარშოს ან გაუთოვდეს ძალიან ცხელი უთოთი. ,,გაქცევის~ დროს ჭიები ახალ თავშესაფარს ეძებენ. და არის საშიშროება, რომ ისინი მას იქვე იპოვიან _ სასქესო ორგანოებში, საიდანაც მათი გამოდევნა კიდევ უფრო რთულია. ამიტომ მკურნალობის პროცესში საჭიროა, ღამე სწორი ნაწლავის ზეთიანი ბამბის ტამპონით დახშობა. პარალელურად უნდა მოწესრიგდეს კუჭის მოქმედება. შეკრულობის შემთხვევაში განკურნების პროცესი რთულდება, ამიტომ, ყოველი კურსის დროს სასურველია დროდადრო საფაღარათო საშუალების მიღება. ხშირი და სწრაფი კუჭის მოქმედება ხელს უწყობს ნაწლავებიდან ჭიების ევაკუაციას. დაავადებულის თეთრეული და საცვალი აუცილებლად ცალკე უნდა ირეცხებოდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ჭიების გადასვლა სხვის თეთრეულზე.

რა უპირატესობა აქვს ჰომეოპათიურ წამლებს ჩვეულებრივ, ქიმიურ წამლებთან შედარებით?
ქიმიური წამლები ძალიან ტოქსიკურია. ისინი წამლავენ არა მარტო პარაზიტებს, არამედ მთელ ორგანიზმს. ჰომეოპათია უვნებელია და მოქმედებს მხოლოდ ჭიებზე და აძლიერებს იმუნიტეტს, არსებობს აზრი, რომ საკმარისია ქიმიური წამლის ერთი-ორი მიღება და პარაზიტებისგან მორჩები. ბევრი მშობელი ასეც შვება, მისცემენ ამ წამალს ბავშვს და ფიქრობენ, რომ მათი შვილი განიკურნა. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ის, რომ ხშირად ანალიზში ჭია არ ჩანს, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. შესაძლოა, კვერცხები იმ მომენტისათვის არ გამოჩეკილან, ან განავლის იმ პორციაში, რომელიც ჩააბარეთ ჭია არ მოხვდა. როგორც წესი, მკურნალობის პროცესში, ისინი ანალიზში ჩნდებიან.
ჭიების არსებობის უტყუარი სიმპტომებია: კბილების კრაჭუნი, მოჭარბებული ნერწყვის დენა, განსაკუთრებით ღამე, პირიდან უსიამოვნო სუნი, ცხვირის ფხანა, უკანა ტანის ან სასქესო ორგანოების ქავილი, თუ თქვენი ბავშვი ხვრინავს, ან პირღია სძინავს და პოლიპები გამორიცხულია, ჩათვლეთ, რომ ჭიები ჰყავს. ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს ისეთი უცნაურობა, როგორიცაა სუფრის მარილის პირდაპირ ჭამა, ამას ვერაფრით ვერ ხსნიან და ბავშვის ხასიათის თავისებურებას მიაწერენ. სინამდვილეში ამის მიზეზი ჭიების ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
ბოლო წლებში მკვეთრად იმატა ,,ხშირად მოავადე~ ბავშვების რიცხვმა. რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ჭიებია. მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინები საგრძნობლად ასუსტებენ იმუნიტეტს, რომელიც ამ ასაკში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ამას ემატება ასევე გახშირებული დისბაქტერიოზი, რომელიც უკვე ადრეული ასაკიდან არის მოხშირებული, ნაწლავებში 500-მდე სხვადასხვა ბაქტერია ბუდობს, აქედან ნახევარი სასარგებლოა, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების ფერმენტიზაციას და შესაბამისად, მის ათვისებას, მეორე ნახევარი მავნეა და საკვების ლპობას განაპირობებს, რაც იწვევს ტკივილებს, გაზების დაგროვებას, განავლის ქვების წარმოქმნას და სხვადასხვა დისკომფორტს. დისბაქტერიოზის დროს წარმოიქმნება სასარგებლო მიკროფლორის დეფიციტი. მავნეები კი, როგორც ყველგან, ბუნებაში მეტად ამტანები არიან და წარმატებით ეწევიან თავიანთ მავნე საქმიანობას, რითაც ხელს უწყობენ პარაზიტებს გამრავლებაში. ამიტომ ჭიების მკურნალობის პარალელურად, აუცილებელია ნაწლავების მიკროფლორის გაჯანსაღება და დარღვეული წონასწორობის აღდგენა. როგორც ხედავთ, პარაზიტებისგან განკურნებისთვის არ არის საკმარისი მათი ერთჯერადი მოწამვლა.
ხალხურ მედიცინაში ჭიებთან ბრძოლის ბევრი საშუალება არსებობს. მაგრამ ზოგიერთი მცენარე საკმაოდ ძლიერმოქმედია და გარკვეული უკუჩვენებებიც აქვს. მაგალითად, ღვიძლის და თირკმლის დაავადებები, ალერგიის სხვადასხვა ფორმები, თვალების სისუსტე და სხვა. გარდა ამისა, ბავშვთა პრაქტიკაში მათი გამოყენება რთულია, რადგან თითქმის ყველა მათგანი ძალიან მწარეა და ბავშვები მათ მიღებაზე უარს ამბობენ. რაც შეეხება ჰომეოპათიურ წამლებს, აქ ეს პრობლემები მოხსნილია _ არც ტოქსიკურობა, და არც სიმწარე არ ახასიათებს. ამიტომ მე სწორედ ამ წამლებს ვანიჭებ უპირატესობას.
მინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებელია ჭიების მკურნალობის დროს მიუხედავად იმისა, თუ რომელი წამლებითაც არ უნდა გადაწყვიტოთ მკურნალობა, ქიმიური, ფიტოთერაპიული თუ ჰომეოპათიურით.
1. ჩაატარეთ 4-6 კურსი 14-დღიანი მკურნალობის კურსი 10-დღიანი შუალედებით.
2. არ დაგავიწყდეთ ღამე უკანა ტანის ტამპონები;
3. მიიღეთ დღის განმავლობაში 50-100 გრამი სტაფილოს წვენი (ასაკის მიხედვით), ან გახეხილი სტაფილო შეზავებული ზეთით.
4. წამლის მიღების პერიოდში შეზღუდეთ ტკბილეული, განსაკუთრებით კრემიანი და რძის პროდუქტები.
5. უზმოზე მიიღეთ გოგრის თესლი (გატარებული ნედლი თესლი შეზავებული თაფლით).
თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, მიიღეთ ნივრის ნახარში _ 1 პატარა თავი ნიორი, იხარშება 20 წუთი 300 გრ. რძეში, მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 1-2 სუფრის კოვზი.


ავტორი: f7 თამარ შველიძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი